რუსული ანტიგეი პროპაგანდა

BBC-ის სერიალის შერლოკის ვარსკვლავმა ენდრიუ სკოტმა განაცხადა, რომ გეია

theguardian.com

BBC-ის საკულტო სერიალის "შერლოკის" ვარსკვლავი ენდრიუ სკოტი გეია. შერლოკ ჰოლმსის მთავარი მტრის, მორიარტის როლის შემსრულებელმა ამის შესახებ გაზეთ Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

ენდრიუ სკოტი ახალ პროექტზე "შთამომავლობაზე" მუშაობდა, სადაც რუს პერსონაჟს თამაშობს და რუსულ ენაში სავარჯიშოდ ვლადიმირ პუტინის ვიდეოებს უყურებდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ანტიგეი პროპაგანდის კანონის მიღების შემდეგ მან პუტინის "დახმარებაზე" უარი თქვა და რუსულ ენაში ვარჯიში ცნობილი მოცეკვავის რუდოლფ ნურიევის ინტერვიუებით განაგრძო.

აგვისტოში, ენდრიუ სკოტის მსგავსად მოიქცა სერიალ "გაქცევის" ვარსკვლავი უენთვორთ მილერი, რომელმაც რუსეთის მიერ გეი პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღების შემდეგ თავის სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა განაცხადა და ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 

კომენტარები