ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. როგორც ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე წერია, ჯილდო ყოფილ პრემიერს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცეპრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში. ბიძინა ივანიშვილმა კი ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.

მსოფლიო იურისტთა ასოციაცია წელიწადში ერთხელ, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ორ - საერო და სასულიერო პირს არჩევს და აჯილდოებს. სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვთ რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს და სხვებს.

კომენტარები