საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

თბილისის პროკურორად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

თბილისის პროკურორად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. ის პროკურატურაში 2001 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა.

პროკურატურის ცნობით, შაყულაშვილი "2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობებზე".

კომენტარები