საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ალექსანდრე ბატიაშვილი
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ბატიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საგამოძიებო დეპარტამენტში, უშიშროების სამინისტროსა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურში განყოფილების უფროსად მუშაობდა, მინისტრმა ალასანიამ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ბატიაშვილმა ახალ თანამდებობაზე ზაზა ბროლაძე ჩაანაცვლა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბატიაშვილი ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს გაუწევს კურირებას. მისი მეთვალყურეობისა და კურატორობის სფეროში შევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიც.

ბატაიძე პროფესიით იურისტია, მან განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. ბატიაშვილს გავლილი აქვს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსები.

კომენტარები