ვილნიუსის სამიტი

დედაენის ბაღში აქცია „მიმართულება => ევროკავშირი" გაიმართება

Wer Michelle

24 ნოემბერს, 15:00 საათიდან ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, "ევროპის ალუმნების გაერთიანება" და "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველო" დედაენის ბაღში აქცია-ფესტივალს გეგმავენ. აქცია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის მხარდასაჭერად იმართება.

ვილნიუსის სამიტზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის - "ასოცირების ხელშეკრულების" და მისი შემადგენელი ნაწილის, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) პარაფირება იგეგმება.

"იმ პირობებში როცა რუსეთი აქტიურად ახდენს ზეწოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კეთდება ორაზროვანი განცხადებები ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები სკეპტიკურად არიან განწყობილნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია აპოლიტიკური აქცია-ფესტივალის ორგანიზებით დავაფიქსიროთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ არ მოხდეს არჩეული და დეკლარირებული გზიდან გადახვევა და ასევე ეს არის გზავნილი ევროკავშირის ინსტიტუციების მისამართით, რომ მხედველობაში იქნას მიღებული როგორც საქართველოს ხელისუფლების ევროპული მისწრაფებები, ასევე საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი", - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.

ღონისძიების მხარდაჭერები არიან შვედეთის საელჩო საქართველოში და თბილისის მერია.

კომენტარები