საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა გიორგობა ედუარდ-გიორგი შევარდნაძესა და უფლისწულ გიორგისაც მიულოცა

Illia II, Boris Yeltsin and Eduard Shevardnadze. Tbilisi, 1994

სვეტიცხოველში, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, საზიემო ლიტურღიაზე წარმოთქმული ქადაგებისას ილია მეორემ გიორგობა ყველა გიორგის მიულოცა, განსაკუთრებით კი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს (ექსპრეზიდენტი ილია მეორემ თავად მონათლა). საქართველოს ეკლესიის პირველიერარქმა, რესპუბლიკური მთავრობის წევრთა თანდასწრებით, გიორგობის დღესასწაული მიულოცა ორი წლის გიორგი ბაგრატიონს, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე თავადვე მონათლა სვეტიცხოველში. კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის რესპუბლიკური წყობის კონსტიტუციურ მონარქიად გარდაქმნის მომხრეა.

ქადაგებისას ილია მეორებ ამბიონზე ტაძარში მყოფი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია, რომელმაც დღესასწაული ამბიონიდან მიულოცა საზოგადოებას. კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერს გულზე დასაკიდებელი მინანქრის წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსად გამორჩეული გიორგი ჯანდელიანი, დღესვე ეკურთხა ეპისკოპოსად. აღსანიშნავია, რომ ილია მეორემ ის ამ ეპარქიის არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ "მთელი იქაური მოსახლეობის" მამად დაადგინა.

კომენტარები