სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი: მიუხედავად პოლიტიზებულობისა შეწყალების კომისია კარგად მუშაობდა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ შეწყალების კომისია მთლიანობაში ძალიან კარგად მუშაობდა და ამას ხელს ვერ უშლიდა ვერც, მინისტრის აზრით, მისი პოლიტიზებულობა. მისი თქმით წარსულში პრობლემას წარმოადგენდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან კომისიის გვერდის ავლით შეწყალებები. 

"მიხეილ სააკაშვილი იწყალებდა ადამიანებს, რომლებიც მესამედ იყვნენ შეწყალებულები ნარკოტიკების გასაღების გამო.

ადამიანებს, რომლებსაც ერთი დღე არ ჰქონდა ციხეში გატარებული და იძებნებოდნენ. ადამიანებს, რომლებსაც 20 წელი ჰქონდათ მისჯილი და აქედან ერთი დღე არ ჰქონდათ მოხდილი. იწყალებდა ადამიანებს, რომლებსაც მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ მაყურებლებად, უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, სააკაშვილი იწყალებდა და ციხიდან უშვებდა.

ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს და აღარ განმეორდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მიუხედავად ძველი შემადგენლობისა, იმ კომისიის მიმართ საყვედურების თქმა ძალიან ძნელია.

კომენტარები