ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

მარგველაშვილი: ივანიშვილმა გადადგა გასაოცარი და გამაოგნებელი ნაბიჯი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, თქვა, რომ "ადამიანმა, რომელმაც ორი წლის წინ გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი, გადადგა აბსოლუტურად გასაოცარი და გამაოგნებელი საზოგადოებრივი ნაბიჯი."

"მე მინდა ყურადღება მივაქციოთ ყველამ იმ ძალიან მნიშვნელოვან და ამავე დროს დრამატულ პერიოდს, ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, რომელიც ახლა არის. ჩვენ ვხედავთ უპერეცედენტო შემთხვევას, ადამიანმა, რომელმაც ორი წლის წინ გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი და შეცვალა ქვეყნის ისტორია, გადადგა აბსოლუტურად გასაოცარი, გამაოგნებელი, მორალური და საზოგადოებრივი ნაბიჯი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა დატოვა. დღეს იგი ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი. მე ვფიქრობ, რომ ყურადღებით უნდა შევხედოთ ამას და ბევრი რამ ვისწავლოთ ასეთი ნაბიჯისგან", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები