ბირთვული პროგრამა

ობამა ირანზე: შეთანხმებამ გახსნა გზა უფრო უსაფრთხო სამყაროსთვის

reuters.com

ხუთდღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ჟენევაში, ირანი და წამყვანი ქვეყნების ექვსეული ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნულ მოლაპარაკებებს პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც მისი თქმით, ხსნის გზას სამომავლო მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აღელვებს.

"დილომაპტიამ გახსნა გზა უფრო უსაფრთხო სამყაროსთვის" - განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, ირანი დათანხმა შეამციროს ურანის გამდიდრება, დაუშვას ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორები და გაყინოს ბირთვული რეაქტორის მშენებლობა.

სანაცვლოდ ისლამური რესპუბლიკა მიიღებს ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივ შერბილებას, 7 მილიარდი დოლარის ოდენობით. საქმე როგორც სჩანს ეხება ირანის საზღვარგარეთ გაყინული აქტივების ნაწილობრივ გალღვობას, თუმცა თუ ნახევარ წელიწადში მსოფლიო ვერ დაინახავს შეთანხმების შესრულებას, საქნციები აღდგება.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ირანული ტელევიზიით გამოსვლისას მიესალმა ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, შეთანხმებამ ირანის "ბირთვული უფლება" ცნო. პრეზიდენტი ირანელებს არწმუნებს ურანის გამდიდრება გაგრძელდება. თუმცა მისი თქმით, ირანს ის მხოლოდ ენერგო მიზნებისთვის სჭირდება და ის არ აპირებს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. როგორც სჩანს, მოლაპარაკებას მხარი დაუჭირა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალ ხამენეიმ.

მიღწულ შეთანხმებას ისტორიულ შეცდომას უწოდებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "შენევაში მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს არა ისტორიულ საქმეს, არამედ ისტორიულ შეცდომას, ის აქცევს მსოფლიოს კიდევ უფრო საშიშ ადგილად, რადგან ყველაზე საშიში რეჟიმი მსოფლიოში დგამს არსებით ნაბიჯებს ყველაზე საშიში იარაღისკენ" - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები