Disney-ის ფილმები

ალისა საოცრებათა ქვეყანაში ჯონი დეპთან ერთად 2016 წელს დაბრუნდება

0 კომენტარი

Disney-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2016 წლის 27 მაისს ფილმის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გაგრძელება გამოვა.

ჯერჯერობით უცნობია ფილმის სიუჟეტი და ზუსტი სახელწოდება. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ალისას როლს კვლავაც მია ვასიკოვსკა, ხოლო შეშლილი მექუდის როლს ჯონი დეპი შეასრულებს.

ფილმის რეჟისორი ტიმ ბარტონი არ იქნება, მის ადგილს "მაფეთსის" რეჟისორი ჯეიმს ბობინი დაიკავებს.

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" 2010 წელს გამოვიდა, კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეთხუთმეტე ადგილზეა.

Disney-მ ასევე დაადასტურა, რომ 2015 წელს "რკინის კაცის" რეჟისორის, ჯონ ფავროს ფილმი "ჯუნგლების წიგნი" გამოვა, რომელსაც საფუძვლად რადიარდ კიპლინგის მოთხრობები უდევს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს Disney კინოგაქირავების ორ პოტენციურ ბომბს, "ვარსკვლავური ომების" ახალ ეპიზოდსა და "შურისმაძიებლების" გაგრძელებას უშვებს, რომლებსაც კომპანიისთვის მინიმუმ მილარდი დოლარის მოგების მოტანა არ გაუჭირდებათ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები