ჰუალინგ ჯგუფი

ჰუალინგ ჯგუფი თბილისში საერთაშორისო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს

0 კომენტარი

28-30 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა ვაზისუბნის დასახლებაში, ოლიმპიურ სოფელთან მოეწყობა. ორგანიზატორი ჰუალინგ ჯგუფია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 000-მდე დასახელების პროდუქცია. მსოფლიოს 3 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნის გარდა გამოფენილი იქნება ქართველი მწარმოებლების პროდუქცია. მათ შორის, ტანსაცმელი, ავეჯი, განათების სისტემები, ჩანთები, პარფიუმერია, სათამაშოები, სამშენებლო მასალები,ელექტო ტექნიკა, რომლებიც გაიყიდება როგორც საცალოდ, ასევე ბითუმად.

კორპორაცია ჰუალინგის საქმიანობის ძირითად სფეროს მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება წარმოადგენს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში.

ჰუალინგ ჯგუფი 1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 5 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 3 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს. საქართველოში ჯგუფი 2007 წლის ბოლოს შემოვიდა. კომპანიას წლიურად 88 000 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებზე აქვს ლიცენზია; დაიწყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისში,; 2012 წელს კი კომპანია ბაზისბანკის" აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი გახდა.

ჰუალინგი თბილისის ზღვაზე მასშტაბურ დეველოპერულ პროექტს ახორციელებს, რომლის პირველი ეტაპი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა გახლავთ. 2015 წლამდე, საინვესტიციო თანხა შეადგენს 150 000 000 ა.შ.შ. დოლარს , ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში აშენებულ კომპლექსში 3800-4000 სპორტსმენი განთავსდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები