კობი ბრაიანტი

კობი ბრაიანტმა ლეიკერსთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

კობი ბრაიანტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ახალი, 48.5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, 35 წლის სუპერვარსკვლავი მომავალ სეზონში 23.5 მილიონს, 2016 წლის სეზონში კი 25 მილიონს მიიღებს.

5-გზის NBA-ს ჩემპიონი ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ დარჩება. კობის განცხადებით, მასსა და გუნდს შორის მოლაპარაკებები არც შემდგარა, შავ მამბას პირდაპირ შესთავაზეს თანხა, რომელსაც ის სიამოვნებით დათანხმდა.

ექსპერტების ნაწილის აზრით, 35 წლის მოთამაშისთვის 48.5 მილიონის გადახდა გაუმართლებელია და ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მომავალზე უნდა იფიქროს. თუმცა კლუბის პრეზიდენტი ჯერი ბასი სხვანაირად თვლის და მიაჩნია, რომ კობიმ კარიერის ბოლომდე ლეიკერსში უნდა ითამაშოს.

წლევანდელ სეზონში 2008 წლის საუკეთესო მოთამაშეს ჯერ არ უთამაშია. ბრაიანტს ტრავა აწუხებს და პარკეტზე გასვლა ჯერჯერობით არ შეუძლია. წელს კობი ხელფასის სახით 30,5 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც მეორეადგილოსანი დირკ ნოვიცკის ჰონორარზე თითქმის 10 მილიონით მეტია. 

კომენტარები