ბერლუსკონის საქმე

სილვიო ბერლუსკონი შესაძლოა ვატიკანში რუსეთის ელჩად დაინიშნოს

www.hollywoodreporter.com

სილვიო ბერლუსკონი შესაძლოა ვატიკანში რუსეთის ელჩად დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თუ ბერლუსკონი ვატიკანში რუსეთის წარმომადგენელი გახდება, ის დიპლომატიურ ხელშეუხებლობას მიიღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იტალიის სასამართლოს მიერ დაკისრებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებას თავს აარიდებს.

იტალიური მედიის ცნობით გუშინ ბერლუსკონის მისი მეგობარი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია, რომელიც მოგვიანებით ვატიკანში რომის პაპს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაცია პუტინის წარმომადგენელმა და თავად ბერლუსკონიმაც უარყო. ”მე 100%-ით იტალიელი ვარ და უცხოეთში გაქცევის გზებს არ ვეძებ. არანაირ პასპორტზე რუსეთისგან ან რომელიმე სხვა ქვეყნისგან შემოთავაზება არ ყოფილა, მსგავსი რამ არც კი დამსიზმრებია” - განაცხადა იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

ბერლუსკონის იტალიის სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება დააკისრა.

კომენტარები