შურისმაძიებლები ორი

შურისმაძიებლების სამსახიობო ანსამბლს ელიზაბეტ ოლსენი შეურთდა

examiner.com

ელიზაბეტ ოლსენი შურისმაძიებლების გაგრძელებაში ითამაშებს. ახალგაზრდა მსახიობი ვანდა მაქსიმოვის, კომიქსების მოყვარულთათვის ალისფერ ალქაჯად(Scarlet Witch) ცნობილ მუტანტს ითამაშებს. მისი ძმის, პიეტროს(Quicksilver) როლს Kick ass-ის ვარსკვლავი აარონ ტეილორ ჯონსონი შეასრულებს.

ელიზაბეტ ოლსენმა კინომოყვარულთა ყურადღება მართა მარსი მეი მარლენში შესრულებული როლით გაითქვა. წელს კი მისი მონაწილეობით კორეული ფილმის OLDBOY, ამერიკული რიმეიქი გამოდის.

ახალგაზრდა მსახიობები ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ სამსახიობო ანსამბლს შეუერთდებიან. მათთან ერთად ფილმში მონაწილეობას რობერტ დაუნი ჯუნიორი, სკარლეტ იოჰანსონი, მარკ რუფალო, კრის ჰემსუორთი და კრის ევანსი მიიღებენ.

შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა 2015 წელს გამოვა და წინამორბედის წარმოუდგენელი წარმატების გამეორებას შეეცდება. შურისმაძიებლებზე პირველმა ფილმმა კინოკრიტიკოსების ძალიან დადებითი შეფასებები და კინოგაქირავებაში 1,5 მილიარდი დოლარი მოიპოვა.

რკინის კაცის, კაპიტან ამერიკას, თორისა და ჰალკის მთავარი მეტოქე ულტრონი იქნება. სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტი, ღმერთის კომპლექსით, რომელსაც დედამიწის განადგურება სურს. ფილმში მის როლს ჯეიმს სპეიდერი შეასრულებს. 

კომენტარები