ირანის ბირთვული პროგრამა

ნეთანიაჰუ: ბირთვულ იარაღზე ირანთან დადებული შეთანხმება ისტორიული შეცდომაა

ისრაელის პრემიერმინისტრი შეერთებულ შტატებში სპეციალური დელეგაციის გაგზავნას გეგმავს, რომელიც ირანთან საბოლოო შეთანხმების თაობაზე გამართავს მოლაპარაკებას. ბინიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საბოლოო შეთანხმების მიზანი ირანის სამხედრო ბირთვული პოტენციალის დემონტაჟი იქნება. დელეგაციას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იოსი კოენი უხელმძღვანელებს.

ირანსა და ექვსეულს შორის ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას ნეთანიაჰუ ისტორიულ შეცდომას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას მაინც შეძლებს.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს, თუმცა მხოლოდ 5 პროცენტამდე, სანაცვლოდ კი ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქდება.

კომენტარები