მწვანეთა პარტია

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

prime-news.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ”მწვანეების” ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ უმრავლესობა დატოვა. იგი მმართველი კოალიციის საპარლამენტო წარმომადგენლობას დეკემბერში დაგეგმილი პარტიული ყრილობის შემდეგ გამოეყოფა.

გაჩეჩილაძის თქმით, მწვანეთა პარტია საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, მმართველი გუნდისთვის ყველა საკითხში ოპონირების და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს. მისი თქმით, ის ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ ყველა ნაბიჯში მმართველი გუნდის მხარდამჭერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთა. მაშინ გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ მის მიერ კოალიცია ქართული ოცნების შესაძლო დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მწვანეთა პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას უკავშირდებოდა.

კომენტარები