კენედის მკვლელი ერიკ ლენშირია

"მოხვეული ტყვია" - ასე ჰქვია ვებსაიტსა და ვიდეოს, რომელიც კინოკომპანია Marvel-მა ფილმისთვის "იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები" გააკეთა.

ვიდეოში ნაჩვენებია ჯონ კენედის მკვლელობის აქამდე უცნობი ვერსია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი მუტანტმა ერიკ ლენშირმა, იგივე მაგნიტომ მოკლა. მაგნიტომ ლი ჰარვი ოსვალდის მიერ ნასროლ ტყვიას მიმართულება შეუცვალა, რამაც კენედის სიკვდილი გამოიწვია.

ვებსაიტზე დამატებითი ინფორმაციაა განთავსებული, რომელიც დაინტერესებულ პირებს ერიკ ლენშირის შესაძლო მოტივებსა და დაკითხვის ჩანაწერებს გააცნობს.

ბრაიან სინგერის ფილმი "იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები" 2014 წლის 23 მაისს გამოვა და მასში მთავარ როლებს ჰიუ ჯექმენი, მაიკლ ფასბინდერი, ჯეიმს მაკევოი, იან მაკელენი, ელენ პეიჯი, პიტერ დინქლეიჯი ასრულებენ.

კომენტარები