სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი დააკავეს

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ვარდიძეს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით კი, დაკავებულს ბრალს უახლოეს 48 საათში წარუდგენენ. 

სასჯელაღსრულების სამინისტრო და მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებენ, რა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ზურაბ ვარდიძე. 

საქმეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარები