სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევა რიგაში

ლატვიის პრემიერმინისტრი ვლადის დომბროვსკისი თანამდებობიდან გადადგა

www.ntz.lv

ლატვიის პრემიერმინისტრი ვლადის დომბროვსკისი თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმინისტრის გადადგომის მიზეზი 22 ნოემბერს რიგაში სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევა გახდა, რომელსაც 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტთან, ანდრის ბერზინშთან და მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

”ამ ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია”, - განაცხადა დომბროვსკისმა.

დომბროვსკისის გადადგომას, სავარაუდოდ, მისი მთავრობის დათხოვნაც მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის დედაქალაქ რიგაში სავაჭრო ცენტრის ნგრევას, ბოლო მონაცემებით, 54 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მაშველებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად შენობის სახურავი და ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა, მაშველების მისვლის შემდეგ კი - მეორე კედელიც. 

რიგის მერის თქმით, ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის სახურავზე გამწვანების სამუშაოებისას უსაფრთხოების ზომების დარღვევა გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს აშენებულ სუპერმარკეტს არქიტექტურული დიზაინის გამო ჯილდო აქვს მიღებული.

 

კომენტარები