Movie Independent Spirit Awards

Movie Independent Spirit Awards-ის ნომინანტების სია გამოქვეყნდა

spinoff.comicbookresources.com

Movie Independent Spirit Awards-ის რიგით 29-ე დაჯილდოების ნომინანტები გამოვლინდა. სტივ მაქუინის ისტორიული დრამას ”მონობის 12 წელი” ყველაზე მეტი, 7 ნომინაცია აქვს. 6 ნომინაცია მიიღო ალექსანდრ პეინის დრამამ ”ნებრასკა”.

”მონობის 12 წელი”, ”ნებრასკა”, ნოა ბაუმბახის ”ფრანჩესკა ჰა”, ძმები კოენების ”ლევაინ დევისში” და ჯეი სი ჩენდორის ”ყველაფერი დაკარგულია” - წლის საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმის წოდებისთვის იბრძოლებენ.

საუკეთესო რეჟისორად დასახელების შანსი ალექსანდრ პეინს, ჯეფ ნიკოლსს(”მადი”), სტივ მაქუინს, ჯეი სი ჩენდორსა და შეინ ქარუთს(Upstream color) აქვთ.

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის განკუთვნილი ჯილდოსთვის ბრიუს დერნი(”ნებრასკა”), ჩივეტელ ეჯიოფორი(”მონობის 12 წელი”), ოსკარ ისააკსი(”ლევაინ ლუისში”), მაიკლ ბი ჯორდანი(”ფრუტვეილის სადგური”), მეტიუ მაკონაჰი(”მადი”) და რობერტ რედფორდი(”ყველაფერი დაკარგულია”) იბრძოლებენ.

მდედრობითი სქესის წლის საუკეთესო მსახიობად დასახელების შანსი ქეით ბლანშეტს(”ლურჯი ჟასმინი”), ჯული დელფის(”შუაღამემდე”), გაბი ჰოფმანს(Crystal Fairy), ბრი ლარსონს( ”მოკლე ვადა 12”) და შაილინ ვუდლის (”შესანიშნავი ახლა”) აქვთ.

Independent Spirit Awards ამერიკული კინოდაჯილდოებების სეზონს გახსნის, რომელსაც ოსკარების დაჯილდოება დახურავს. Independent Spirit Awards-ის ნომინანტი ფილმები, როგორც წესი ოსკარის ნომინანტებიც არიან. წლევანდელი ოსკარის მთავარი ფავორიტი, წინასწარი შეფასებებით, ალფონსო კუარონის ”გრავიტაცია” იქნება. 

კომენტარები