ბერლუსკონის საქმე

სენატმა სილვიო ბერლუსკონი პარლამენტიდან გარიცხა

www.hollywoodreporter.com

იტალიის სენატმა ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი პარლამენტიდან გარიცხა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბერლუსკონიმ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა და შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.

რამდენიმე თვის წინ იტალიის სასამართლომ ბერლუსკონი ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავედ ცნო და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება დააკისრა. იმუნიტეტის დაკარგვის შემდეგ კი პასუხისგება შესაძლოა სხვა საქმეებზეც მოუწიოს.

ბერლუსკონიმ ამ დღეს უკვე უწოდა დემოკრატიის გლოვის დღე და აღნიშ§ა, რომ მისი სასამართლო უპრეცედენტოდ მკაცრი იყო. 

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც სილვიო ბერლუსკონი შესაძლოა ვატიკანში რუსეთის ელჩად დაინიშნოს. რომ თუ ბერლუსკონი ვატიკანში რუსეთის წარმომადგენელი გახდება, ის დიპლომატიურ ხელშეუხებლობას მიიღებს.

იტალიური მედიის ცნობით, გუშინ  ექსპრემიერ ბერლუსკონის მისი მეგობარი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია, რომელიც მოგვიანებით ვატიკანში რომის პაპს შეხვდა.

 

 

კომენტარები