ჭელის მინარეთი

ჭელის მეჩეთთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მეჩეთთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები სავედრებელ პარაკლისს იხდიან. ჭელაში იმყოფებიან ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, დეკანოზი დავით ისაკაძე და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, რომლებმაც მეჩეთს ჯვარი გამოსახეს.

იქამდე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა მუსლიმ თემს მოუწოდა, ჯერჯერობით, მეჩეთთან ნუ შეიკრიბებიან. ის სასულიერო პირებისგან და მართლმადიდებელი მრევლისგან მინარეთის აღმართვის გაპროტესტებას არ გამორიცხავს და შესაძლო კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, მუსლიმებს ურჩევს, სალოცავად ნუ მივლენ.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთიდან მოხსნილი მინარეთი წუხელ, გვიან ღამით, პირვანდელ ადგილზე დააბრუნეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჭელის მუსლიმ თემს მინარეთის აღმართვის ნებართვა 27 ნოემბერს, მას შემდეგ მისცა, რაც მუსლიმებმა მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია მოაწესრიგეს.

სოფელ ჭელიდან მეჩეთი 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მოჭრა. მინარეთი ამის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, დასაწყობდა, დაილუქა და ამ დრომდე მიჩენილი ჰყავდა დაცვა.

ჭელაში მინარეთის დადგმას ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ მინარეთის დადგმის საწინააღმდეგო აქციებიც კი გამართეს ადიგენში.

კომენტარები