საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

uefa.com

უეფას შტაბბინაში, ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

E ჯგუფში, ნოდარ აკობიას გუნდთან ერთად, გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფის თამაშებს სერბეთი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მალტაში, 2014 წლის 9-21 მაისს ჩატარდება.

კომენტარები