PACE-ს სანქცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ორწლიანი სანქცია დაუწესა

საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება, ეს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო. 

PACE-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი რუსი დეპუტატის, ვასილი ლიხაჩოვისთვის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალების არმიცემა გახდა.

თუმცა, აქვე ნათქვამია რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე ევროსაბჭოს ასამბლეის ეგიდით ჩასულ წევრებს თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველქოფს, ბიურო გადაწყვეტილებას გააუქმებს.

კომენტარები