კონფლიქტი საქართველოს ნაკრებში

კახა კალაძე: ქეცბაია ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დარჩეს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის წარმოქმნილ დაძაბულობას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, გამოსავალი მხარეებს შორის დიალოგის დაწყებაშია, თემურ ქეცბაიას კი მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს

"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. მე ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ ვინმეს რამე აქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიის და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს, არამედ დაილაპარაკონ. ადრე ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, აქამდე რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები