უზენაესი სასამართლო

კუბლაშვილი: ხარვეზების დამდგენი კომისია ობიექტურად ვერ იმუშავებდა

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მიესალმება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნის გადადებას. 

"ბევრი სამართლებრივი ხარვეზი ჰქონდა და კომისია ობიექტურად ვერ იმუშავებდა, უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა სამართლის სისტემის სტაბილურობისათვის. ამაზე არა მარტო სამართლის სპეციალისტები საუბრობდნენ, არამედ ვენეციის კომისიაც. ლოგიკური შედეგი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს," - განაცხადა კუბლაშვილმა. 

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანმა გაახმოვანა. 

კომენტარები