მომიტინგეების დარბევა კიევში

მომიტინგეებთან შეტაკების შედეგად კიევში 100-მდე სამართალდამცველი დაშავდა

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 100-მდე სამართალდამცველი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკანასკნელი ოთხი საათის განმავლობაში, 100-მდე პოლიციელებს საშუალო სიმძიმის დაზიანება ძირითადად ქვების, მოლოტოვის კოქტეილებისა და სხვა საგნებით მიაყენეს. 

"თავის მხრივ, მილიციის კანონის შესაბამისად, არეულობის შეწყვეტის მიზნით სამართალდამცველებმა სპეციალური ნივთიერებები გამოიყენეს, ცრემლსადენი გაზი და ბოლის გამომწვევი ყუმბარები," - აცხადებენ კიევის მილიციაში.

უნიანის ცნობით, 500-მდე სპორტული აღნაგობის ადამიანმა დღეს მილიციის კორდონი გაარღვია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმიტირება მოახდინა. სააგენტო წერს, რომ ისინი საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ. 

ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პროვოკატორები ლოზუნგებს უკრაინულ ენაზე ყვიროდნენ, ერთმანეთში კი რუსულად საუბრობდნენ. ისინი სპეცრაზმს სხვადასხვა საგნებს უშენდნენ, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილებს. ჟურნალისტების თქმით, ახალგაზრდები სამართალდამცველების წინააღმდეგ მოქმედების კარგ უნარჩვევებს ავლენ და იციან პოლიციის მოქმედების ტაქტიკა.

კომენტარები