ღარიბაშვილის ინტერვიუ

ღარიბაშვილი: თუ გამოძიებას კითხვები ექნება, სააკაშვილი პასუხს გასცემს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Russia Today-მ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების შესახებ ჰკითხა. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ თუ საგამოძიებო სამსახურებს კითხვები ექნებათ, სააკაშვილი მათ პასუხს გასცემს.

"ვთქვი და გავიმეორებ, რომ არცერთი თანამდებობა იმუნიტეტის გარანტიას არ იძლევა. მოდი, ავიღოთ ჩემი თანამდებობა, რომელიც ძალიან მაღალია. კრიმინალს თუ ჩავიდენ და 5 ან 10 წლის შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, და ის იპოვის და დამიმტკიცებს, რომ დანაშაული ჩავიდინე, მე უნდა დამეკისროს პასუხისმგებლობა. თუ გამოძიების პროცესში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო სამსახურებს კითხვები ექნებათ, სააკაშვილი მათ პასუხს გასცემს. და ვიმეორებ, რომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები