მავთულხლართები

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლება განაახლეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლება განაახლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ღოღეთის კუთვნილი 15 ჰექტარი მიწა მოექცა. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლების მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დაპირებული შეშის ვაუჩერების დარიგებასაც ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ტყეში შეშის მოსაჭრელად შესვლას ვერ ახერხებენ, სხვა გასათბობი საშუალების შესაძენად კი, სახსრები არ გააჩნიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში, რუსმა ოკუპანტებმა 150 მეტრზე დამონტაჟებულ ბოძზე მავთულხლართების ისნტალაციის პროცესი განაახლეს. მისი თქმით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. 

კომენტარები