ქრთამის აღება

შსს-მ ბათუმის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

RFE/RL

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქათამაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ქათამაძე ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს.

გამოძიების ვერსიით, გოჩა ქათამაძემ ბათუმის ბულვარში არსებული ღია თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვის ფილების დასაგები სამუშაოების ხარვეზით, ვადაზე ადრე ჩაბარების და აღნიშნულ საკითხში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი.

სამართალდამცველებმა გოჩა ქათამაძე ქრთამის აღების ფაქტზე 3 დეკემბერს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებას აწარმოებს ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები