პრემიერ-მინისტრი

პრემიერის კაბინეტთან ეკონომიკური საბჭო შეიქმნა

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერ-მინისტრის აპარატთან ეკონომიკური საბჭო შეიქმნა, რომელში პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით ეკონომიკური კუთხით მომუშავე მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ბიზნესომბუცმენი და კიდევ რამდენიმე ადამიანი შევა.  საბჭომ მუშაობაშ ჩართვის  შეთავაზებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მიმართა. საერთო ჯამში, საბჭო თორმეტ წევრს გააერთიანებს. საბჭოს სხდომა პირველად დღეს საღამოს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური გარემოს განვითარების პერსპექტივაზე იქნება საუბარი.   

კომენტარები