NBA

ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ბოსტონთან

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

მილუოკი ბაქსმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ბოსტონ სელტიქსთან გამართა. 3 დღის წინ, ზაზა ფაჩულიას გუნდმა სელტიქსის შინ დამარცხება შეძლო, თუმცა ამჯერად 100:108 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და ამ პერიოდში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მილუოკი ბაქსი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი ვისკონსინელები საკუთარ პარკეტზე დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები