კულტურული მემკვიდრეობა

ქვევრის ღვინის დაყენება იუნესკომ არამატერიალურ მემკვიდრეობად ცნო

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს, იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე მიიღო. 

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია დღეს ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო. ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა", - განუცხადეს კულტურის სამინისტროში ინტერპრესნიუსს. 

 

კომენტარები