სასამართლო რეფორმა

კუბლაშვილი: მოსამართლეების საქმიანობაში ყველანაირი ჩარევა უნდა გამოირიცხოს

ტაბულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოში საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმების და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს შეხვდა. კუბლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესახებ. ასევე, განიხილეს მოსამართლეთა გამოსაცდელი სამწლიანი ვადით დანიშვნის საკითხი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, ეს საკითხი სასამართლო სისტემისა და კონკრეტული მოსამართლეების დამოუკიდებლობისათვის ძალიან ბევრ რისკსა და საფრთხეს შეიცავს. 

"ყველანაირი ჩარევა და გავლენა უნდა გამოირიცხოს. პირიქით, მოსამართლეებს უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ და არ შეიზღუდონ სამწლიანი ვადით", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რადგან მთავარმა პარტნიორებმა - ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იცოდნენ სისტემაში არსებული რეალობა.

კომენტარები