დინამო თბილისი

თბილისის დინამოში დუშან უჰრინს მალხაზ ჟვანია შეცვლის

gladiators.ge

დინამო თბილისიდან ჩეხურ პლზენში წასულ მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს, თბილისურ კლუბში მალხაზ ჟვანია შეცვლის.

დინამო 2-ის უკვე ყოფილი მწვრთნელი, დინამოში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება, თუმცა შესაძლოა მომავალში შედეგებიდან გამომდინარე ჟვანიამ კლუბთან შედარებით ხანგრძლივი კონტრაქტიც გააფორმოს.

დინამო არენაზე გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს მალხაზ ჟვანიასთან ერთად, კომენტარი დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ რომანს ნდობისთვის. მზად ვარ რომ დინამოს მოვემსახურე მანამდე, სანამ დინამოს დავჭირდები. ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში გუნდი მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდეს და სასურველი შედეგები აჩვენოს", - განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს. რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა "დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის "დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა რომან ფიფიამ.

კომენტარები