კრიმინალი

შსს-მ პატრულის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე, შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2 დეკემბერს მეტროსადგურ ნაძალადევის ქვედა ვესტიბიულში პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ირაკლი ბ. სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით). შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები