ადვოკატთა ასოციაცია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კვლავ ზაზა ხატიაშვილი იქნება

gba.ge

ფილარმონიაში გამართული ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ხმაურის ფონზე წარიმართა. კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა ერთ-ერთმა კანდიდატმა ნუგზარ ბირკაიამ. მისი თქმით, კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

არჩევნების შედეგად კი გაირკვა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობებს კვლავ ზაზა ხატიაშვილი შეასრულებს.

თავმჯდომარის გარდა, კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრები იქნებიან: როინ მიგრიაული, დავით ასათიანი, ზურაბ როსტიაშვილი, ცისმარ ონიანი, ირმა ჭკადუა, დავით ლანჩავა, ირაკლი ყანდიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დათუნა მოდებაძე, ბონდო ალასანია, გიორგი თევზაძე.

საგულისხმოა, რომ 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს აუკრძალა მის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ 25 საჩივარზე როგორც ადვოკატის ფუნქციის შესრულება, ისე ამ პირების დახმარება წარმომადგენლობის გზით. სტრასბურგის სასამართლომ, აგრეთვე, დაადგინა, რომ მისი გადაწყვეტილება აკრძალვის შესახებ არა მხოლოდ მოცემულ 25 მიმდინარე საჩივარს ეხება, არამედ - ნებისმიერ მომავალ საჩივარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა ნოზაძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერც მიმდინარე პროცესებს გააგრძელებს და ვერც მომავალში შეიტანს საჩივრებს.

კომენტარები