მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

შს მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას და პროგრამების კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

"მასზე განხილული იყო შსს-ს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის მართვის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში", - აცხადებს შსს.

კომენტარები