საქართველო-ევროკავშირი

იმერლიშვილი: ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნი ვართ

financial.ge

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ "საქართველოზე იქნება ზეწოლა ჩვენი მეზობლების მხრიდან". როგორც იმერლიშვილმა კონფერენციაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" - თქვა, ეს ზეწოლა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდეს.

"მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გზა ევროპისკენ არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის არჩევანი, არამედ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანიც. ჩვენ ერთნი ვართ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია - ევროპისკენ მიმავალ გზაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე უპირველესად, საქართველოს მთავრობას", - განაცხადა იმერლიშვილმა.

კომენტარები