სახალხო დამცველის ანგარიში

ნანუაშვილი: პენიტენციარულ სისტემაში ე.წ. მაყურებლების როლი გაზრდილია

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, პენიტენციარულ სისტემაში ე.წ. მაყურებლების როლი გაზრდილია. აღნიშნულ საკითხს ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს. დღეს მან სახალხო დამცველის ანგარიში წარმოადგინა.

"ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ე.წ. მაყურებლების როლის გაზრდა, ასევე სამედიცინო მომსახურება და ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა", - თქვა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, 2013 წელს საგანგაშო იყო მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე წამებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების ფაქტი.

კომენტარები