პროტესტი უკრაინაში

ლინკევიჩიუსი: ძალის გამოყენებით, უკრაინა ევროინტეგრაციის შანსს დაკარგავს

iiss.org

კრიზისის მოსაგვარებლად ძალის გამოყენება, უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შანსს წაართმევს - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო Interfax-Ukraine-ს ცნობით, ლიტვური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში არა მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმოწერის შანსი დაიკარგება, არამედ ნდობის ბოლო ხიდებიც დაიწვება.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი იანუკოვიჩთან შეხვედრის დროს დააფიქსირებს უმთავრეს გზავნილს, რომ ძალის გამოყენება მიუღებელი იქნება და თუ უკრაინას დიალოგის გაგრძელება სურს, მან ამისთვის გარკვეული ნიშნები უნდა გამოავლინოს.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტებისა და იანუკოვიჩის შეხვედრას, რომელიც, Interfax-Ukraine-ს ცნობით, ამ დროისთვის ხელოვნების ეროვნულ სასახლეში მიმდინარეობს.

 

კომენტარები