პროტესტი უკრაინაში

იანუკოვიჩი უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტს ხვდება

zn.ua

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა სამ ყოფილ პრეზიდენტთან - ვიქტორ იუშენკოს, ლეონიდ კუჩმასა და ლეონიდ კრავჩუკს შორის ამ დროისთვის ხელოვნების ეროვნულ სასახლეში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე იუშენკოს პრესსპიკერმა, ირინა ვანიკოვამ თქვა, რომ შეხვედრა შეიძლება, საერთო ეროვნული მრგვალი მაგიდის ორგანიზების პირველ მცდელობად ჩაითვალოს, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტები, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები მიიღებენ.

Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიებს ან მის ლიდერებს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობისთვის მიწვევა არ მიუღიათ.

კომენტარები