პროტესტი უკრაინაში

იანუკოვიჩი ევროკავშირზე: თუ ერთმანეთს გავუგებთ, შეთანხმებას ხელი მოეწერება

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
Reuters

უკრაინა ხვალიდან ბრიუსელში ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოსამზადებლად მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ USA Today Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი ბიუსელში ხვალ გაემგზავრება.

"ჩვენ გვსურს ისეთი პირობების მიღწევა, რომლებიც დააკმაყოფილებს უკრაინას, უკრაინელ მწარმოებლებს, უკრაინელ ხალხს. თუ ერთმანეთს გავუგებთ და ასეთ კომპრომისებს მივაღწევთ, შეთანხმებას ხელი მოეწერება", - აღნიშნა იანუკოვიჩმა. 

იანუკოვიჩმა დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების პირობაც დადო. 

კომენტარები