სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ბრალდებულმა თავი მოიკლა

0 კომენტარი
ფოტო: geworld.ge

სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ბრალდებულმა თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ მომზადებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დასკვნის ისტორიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა რადგან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა, სამინისტროს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მსჯავრდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მკურნალობაზე გადაეყვანა.

"საკანში მოთავსების შემდეგ პატიმარს რეგულარულად ნახულობდნენ ფსიქიატრი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციით, პატიმარი გადაყვანილ იქნა 24 საათიან ვიდეომონიტორინგზე, თუმცა მეთვალყურეებმა ღამის საათებში ვერ მოახდინეს დროული რეაგირება, რის გამოც სუიციდის აღკვეთა ვერ მოხდა და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები