სასჯელაღსრულების დაწესებულება

გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო. 

სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა მირზა გიგლემიანმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ამჟამად გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

"იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმარ მირზა გიგლემიანს სცემეს. მისი თქმით, მსჯავრდებულს ხელბორკილები დაადეს ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ, რეჟიმის უფროსმა, სხვა თანხმლებმა პირებმა და სასტიკად გაუსწორდნენ. ბერიკაშვილის მტკიცებით, გიგმელიანს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ.

კომენტარები