საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი

ვაშაძე: 2014 წლის ბიუჯეტს უმცირესობა მხარს არ დაუჭერს

2013 წელს ეკონომიკური ზრდა 3-ჯერ შემცირდა, ბიუჯეტში არის 800 მილიონმადე გარღვევა და შეიძლება მილიარდამდეც ავიდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2014 წლის ბიუჯეტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს.

ვაშაძის თქმით, მთავრობა ჯამურად იღებს 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის ვალს რომ დააფინანსოს ვალდებულებები, რომელიც არ არის ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული. "ყველა სახელმწიფო, რომელიც დაადგა მსგავს გზას - ვალებით დაეფინანსებინა თავისი ვალდებულებები, საბოლოო ჯამში მივიდა დეფოლტამდე", - აცხადებს ვაშაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტი მას შემდეგ დატოვეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პარლამენტში ჩხუბი მოჰყვა.

ბიუჯეტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას იგეგმება. 

კომენტარები