საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი  86 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.

2014 წლის ბიუჯეტი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  მხოლოდ უმრავლესობის წევრებს გააცნო, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმცირესობას სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პრიორიტეტებად რჩება სოციალური დაცვა, ჯანდაცვა და განათლება. მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე მილიარდ 326 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოციალურ დახმარებაზე კი 624 მილიონი ლარი.  ხადური სხვადასხვა უწყებაში დაფინანსების ცვლილებებსაც შეეხო. მან ის სტრუქტურები ჩამოთვალა, რომლებსაც დაფინანსება გაეზრდებათ და ისიც აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრი 4 პროცენტით ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს.

ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს უმცირესობა ფინანსთა სამინისტროს წერილობით გადაუგზავნის.

ბიუჯეტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას იგეგმება. უმცირესობა 2014 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერას არ აპირებს.

 

კომენტარები