საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატების შესარჩევი კომისია დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. 

მეურვეების კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ჟურნალისტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი, ჟურნალისტი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გამგეობის წევრი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პროფესორი თამაზ ჯოლოგუა, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, მრავალენოვანი საქართველოს თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი და ნათია კაპანაძე, რომელიც ბოლო დრომდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა,  

ეს საკონკურსო კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების კანდიდატთა პირველად შერჩევას განახორციელებს და პარლამენტს 27 საუკეთესოს წარუდგენს. საიდანაც პარლამენტი 9 ადამიანს აარჩევს.

კომისია შემდეგი ათი დღის განმავლობაში შემოსულ საბუთებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ 27 კანდიდატს შესთავაზებს პარლამენტს. 

დავით უსუფაშვილის თქმით კონკურსი უკვე გამოცხადდა და მიმდინარეობს მსურველთა განაცხადების მიღება. ხვალ, 12 დეკემბერს კი სრულდება მეურვეობის მსურველთა განცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისთვის.

კომენტარები