ხვალინდელი დღის კიდეზე

ტომ კრუზის ახალი ფილმის ტრეილერი

”ხვალინდელი დღის კიდეზე”(Edge of Tomorrow) ასე ჰქვია სამეცნიერო ფანტასტიკას, რომლის ტრეილერიც კინოკომპანია Warner Bros.-მა გაავრცელა.

ფილმი იაპონელი მწერლის ჰიროში საკურაზაკას რომანის ”შენ მხოლოდ მკვლელობა გჭირდება”(All You Need Is Kill) მიხედვითა გადაღებული და მოგვითხრობს მთავარ პერსონაჟზე, რომელიც ამოუცნობი უცხოპლანეტელების წინააღმდეგ ომში მონაწილეობს. ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპება, თუმცა მეორე დღეს იღვიძებს და ხვდება, რომ თავის გარდაცვალების წინა დღეს დაბრუნდა. მომავალ დღეს ის კვლავ კვდება და ასე გრძელდება, მხოლოდ ის იცვლება, რომ მთავარი პერსონაჟი ყოველი გაცოცხლების შემდეგ სულ უფრო ძლიერია.

ფილმის რეჟისორი დაგ ლაიმანია, ხოლო მთავარ როლებს ტომ კრუზი და ემილი ბლანტი ასრულებენ. ნამუშევარი აშშ-ის კინოთეატრებში 2014 წლის 6 ივნისს გამოვა.

კომენტარები