იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი მზა დოკუმენტაციას შენობის მარცხენა მხრიდან გასცემს

თბილისის იუსტიციის სახლი მზა დოკუმენტაციას იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხრიდან გასცემს. კიდევ ერთ დროებით ფილიალს კი საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განათავსებს.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, "მზა დოკუმენტაცია აქამდე დედა ენის ბაღში მდებარე დროებითი სერვისცენტრიდან გაიცემოდა, ახლა ეს მომსახურება მთლიანად იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს განხორციელდება. მომხმარებელმა იუსტიციის სახლს მხოლოდ,იმ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს, თუ მას მზა დოკუმენტაციის მიღება სურს. დღესვე 14:00 საათიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის გამზ. 89/24-ში, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში (მარჯანიშვილის მეტროსთან) განთავსდება. აღნიშნულ დროებით ფილიალში მომხმარებელს მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარება შეეძლება.
რაც შეეხება სამუშაო საათებს, დღეიდან დროებითი ფილიალები მომხმარებელს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურება".

დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია:
• დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)
• ჩუბინაშვილის ქუჩა #68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე);
• ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი)
• აღმაშენებლის გამზ. 89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან)

მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს.

იუსტიციის სახლის ცნობით, ქონებისა და ბიზნესრეგისტრაცია კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში.

კომენტარები